ბაქტერია

ბაქტერია

პროექტის გეგმა

თავფურცელი



პროექტის სახელწოდება:

დავიცვათ ჰიგიენა და ვიქნებით ჯანმრთელნი
რეგიონი

სამცხე-ჯავახეთი
სკოლა

სსიპ ბორჯომის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთას საჯარო სკოლა
სკოლის დირექტორი

ნინო ვასაძე
ტელეფონი

599 302113
ელექტრონული ფოსტა

პროექტის ავტორი/ავტორები

ნინო ვასაძე, ლელა მელიქიძე
ტელეფონი

599 302 113, 599 200 568
ელექტრონული ფოსტა

რომელი კლასის/კლასების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში

მე-9,   მე-10,  მე-11,   მე-12
რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას პროექტში

12
რომელ საგანსა და საგნობრივ ჯგუფს შეესაბამება პროექტი

სამოქალაქო განათლება-საზოგადოებრივი მეცნიერება, ბიოლოგია-საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
რომელი საგნის მასწავლებლები მონაწილეობენ პროექტში

სამოქალაქო განათლების.ბიოლოგიის , მასწავლებლები
რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ან სათემო ჯგუფებთანაარის დაგეგმილი თანამშრომლობა
სოფლის თემთან  _კერძოდ , ადგილობრივ თვითმმართველობასთან , მოსწავლეთა მშობლებთან ,სოფლის ექიმთან,
პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი
პროექტი განხორციელდება 4თვის განმავლობაში 5 დეკემბრიდან 31 მართის ჩათვლით.




1.     პროექტისრეზიუმე (დაახლოებით 100 სიტყვა):
·         რა პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული;
1.              ჰიგიენა და ჰიგიენური ნორმების დაცვა  დღესდღეობით კვლავ აქტუალურ თემად    რჩება, რომლის არ ცოდნა საფრთხეს უქმნის ყველა ასაკის ადამიანს. ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩანს რომ ბევრმა არ იცის  რა შედეგები მოსდევს არაჰიგიენურ ცხოვრებას ან სანიტარული ნორმების დარღვევას, ან იცის და უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს.
               პროექტის საზოგადოებრივი მიზანია  თემში და სკოლის მოსწავლეებში ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება, თემისა და კომპეტენტური პირების ჩართვა თემში სანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად.
აკადემიური მიზნები პირდაპირ კავშირშია მოსწავლეების სხვადასხვა უნარების განვითარებასთან, მაგ.:გამოუმუშავდებათ კვლევითი , კომუნიკაციური, შემოქმედებითი, პრობლემაზე ორიენტირებული, მიზეზ-შედეგობრიობითი კავშირის დამყარების , წერა-კითხვის , მოსმენისა და ა.შ უნარ-ჩვევები.
აღნიშნული პროექტით უმჯობესდება მოსწავლეთა და თემის სამოქალაქო ცნობიერება, ინტერკულტურული  ურთიერთობა, მეტი ადამიანი ერთვება სასკოლო ცხოვრებაში , მყარდება ორმხრივი თანამშრომლობა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება , პლაკატები, ბუკლეტები, ბროშურები.


·         რა არის მისი საზოგადოებრივი და აკადემიური მიზნები;
პროექტი შეესაბამება საზოგადოებრივ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და გათვლილია შემდეგი ინდიკატორების მისაღწევ შედეგებზე
სამოქ. IX მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების  ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადამიანის რომელიმე მოთხოვნილებას შეუსაბამებს ადამიანის გარკვეულ უფლებას (მაგ.: კვება _ სიცოცხლის, შრომის და სხვა უფლებები; ურთიერთობა _ სიცოცხლის, სიტყვის, შრომის, უსაფრთხო გარემოს და სხვა უფლებები და ა.შ.) და ასაბუთებს საკუთარი პასუხის მართებულობას;
·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ადგენს კლასის ან სკოლის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ნივთების თუ სამუშაოების სიას, რომლიდანაც ირჩევს რამდენიმეს, რომლის შეძენა ან განხორციელება ჯგუფს სხვების დაუხმარებლად შეუძლია; უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ არჩევანს და ასაბუთებს მას არსებული შეზღუდვებისა და ალტერნატივების განხილვით;

·         წერს თხზულებას "რაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა?", სადაც სხვადსხვა საგნიდან (მაგ.: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და ა.შ.) მიღებული ინფორმაციისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების გამოყენებით ასაბუთებს საკუთარ პოზიციას;
·         აანალიზებს ადამიანის უფლებებს, როგორც ქცევის სტანდარტების შემუშავებისა და შეთანხმების საფუძველს სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებაში (მაგ.: ოჯახი, სკოლა, სპორტული კლუბი, თემი, ქვეყანა და ა.შ.);
მოქ.X.5.  მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად ირჩევს იმ საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც, მისი აზრით, საზოგადოების თანადგომა სჭირდება; გამოავლენს ამ ჯგუფის საერთო მიზნებსა და ამოცანებს; თანაკლასელებთან ერთად გეგმავს ამ საზოგადოებრივ ჯგუფის (ან კონკრეტული წარმომადგენლების) დასახმარებელ ღონისძიებებს და სკოლის თვითმმართველობის ხელშეწყობით, თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შერჩეული ჯგუფის დასახმარებლად

კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს  კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი  პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.VIII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამსმოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).


კვლ.VIII.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი  პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;



კვლ. VIII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს,ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად

პროექტის საზოგადოებრივი მიზნებია:
თემის ინფორმირებულობა ჰიგიენით გამოწვეულ შედეგების სიმძიმეზე. თემში არსებული ანტისანიტარიული ნორმებით გამოწვეულ პრობლემებზე და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე.

რა სახის სათემო და საგანმანათლებლო აქტივობებს ითვალისწინებს პროექტი
 პროექტი ითვალისწინებს მასალების მოგროვებას , ტრენინგის ჩატარებას , თემში ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა მეთოდებით, კვლევითი ლაბორატორიის დათვალიერებას და ა.შ

ინფორმაციას მოიძიებენ პროექტში ჩართული მოსწავლე და მასწავლებლები


2.     პროექტის ამოცანები (დაახლოებით 200 სიტყვა)
·         რა გზით აპირებთ აკადემიური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას (დაწერეთ მაქსიმუმ 3 ამოცანა).

აკადემიური და საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად
1.       პირველ რიგში ჩატარდება პროექტში ჩართულ მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, საიდანაც მოსწავლეები იგებენ პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, ინაწილებენ დავალებებს შემდგომი სამუშაოებისთვის.
2.       მოძიებულ ინფორმაციას მოსწავლეები ამუშავებენ ერთობლივად და გეგმავენ ბაქტერიოფაგის კვლევით-ცენტრში საკვლევად წარსადგენი ნივთების ან პროდუქტების სიას, პრაქტიკულ დაკვირვებას აწარმოებენ; თეორიულად მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. განსაზღვრავენ ბუკლეტის შინაარსს და ვიზუალს.
3.       ბუკლეტების დარიგება, შეხვედრა თემის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ექიმთან, ექთანთან.

3.     პროექტის საქმიანობები (დაწერეთ პროექტის საქმიანობები თითოეული ამოცანის ქვეშ და მიუთითეთ ვადები)
N
საქმიანობა
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
ამოცანა N1
შეხვედრა მოსწავლეებთან
როლების გადანაწილება
1.საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება.2კვლევა და სტატისტიკური ანალიზი. კვლებები არსებულ საკითხთან დაკავშირებით
X









ამოცანა N2
ვიზიტი ბაქტერიოფაგში
ბუკლეტის დამუშავება
 თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დამუშავება, მასალის თავმოყრა ორგანიზება და ბუკლეტების შექმნა.

X
X







ამოცანა N3
თემის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება  
     მოწვევა პრეზენტაციაზე
1.პრობლემის გამოკვეთის მიზნით კითხვარის შედგენა ,
საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება თემის მოსახლეობაში .პრეზენტაციის ჩვენება

.



X







4.     მოსალოდნელი შედეგები:
·         მოგვაწოდეთ რაოდენობრივი მონაცემები. მაგალითად, რამდენი ადამიანი დაესწრო შეხვედრას/ტრენინგს/წარდგინებას.
პროექტის ფარგლებში მონაწილეობას  მიიღებენ თემიდან დაახლოებით 50 ადამიანი , 12 მოსწავლე და 7 პედაგოგი.
·         რა შეიცვალა პროექტის განხორციელების შედეგად და რა არის ცვლილების მახასიათებელი.
დაინტერესდებიან  თემის წარმომადგენლები გააქტიურდება ორმხრივი თანამშრომლობა, ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია. გამოუმუშავდებათ კვლევის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.
5.     რესურსები:
ჩამოთვალეთ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც სკოლაში ან თემშია (წიგნები, ექსპერტიზა, შეხვედრისთვის საჭირო სივრცე, აღჭურვილობა, ტრანსპორტირება და სხვა)
 შეხვედრებისათვის საჭიროა: ფართი სკოლის შენობაში  შეხვედრებისათვის  ,წიგნები,ინტერნეტ რესურსები, პრინტერი, ფოტოაპარატი.პროექტორი.

6.     პროექტის შედეგების წარდგინება
აღწერეთ, როგორ აპირებთ პროექტის შედეგების გაზიარებას:
·         ვის მოიწვევთ შეხვედრაზე,
თემის  მოსწავლეთა  მშობლებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ,სამეურვეო საბჭოს, სკოლის თვითმმართველობას, , მოსწავლეებს.

·         რომელ ელექტრონულ ან სხვა სახის რესურსებს შექმნით და როგორ გაიგებს თქვენი პროექტის შესახებ სასკოლო საზოგადოება ?შეიქმნება საინფორმაციო ბუკლეტები, კედლის გაზეთები, ვიდეორგოლები , ბლოგი

No comments:

Post a Comment