ბაქტერია

ბაქტერია

მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია

                             ბაქტერიები
ბაქტერია  0,1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, დღეისთვის აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება.
ბაქტერიები  ყველგან არსებობსმიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს.
ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10–ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი ჭირი, ციმბირული წყლული. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რესპორატორულ ბაქტერიულ დაავადებებს მიაქვს. მარტო ტუბერკულოზით ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება. ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება, თუმცა მათი ფართო გამოყენების შედეგად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან და მათთან ბრძოლისათვის მუდმივად ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაა საჭირო. ბაქტერიების ბუნებრივი ანტაგონისტებია ბაქტერიული ვირუსები ანუ ბაქტერიოფაგები. 100-მდე ბაქტერიულ გვარს გააჩნია თავისი სპეციფიური ბაქტერიოფაგი.
ტრადიციულად ყველა პროკარიოტს ბაქტერიებს უწოდებდნენ, თუმცა 90–ან წლებში გაირკვა, რომ პროკარიოტული ორგანიზმები საერთო წინაპრიდან განვითარებული ორი დამოუკიდებელი ჯგუფისგან შედგება. ამ ჯგუფებიდან ერთს შერჩა დასახელება ბაქტერიები, მეორეს კი არქეები ეწოდება.

                                          ბაქტრეიოფაგები
ბაქტერიოფაგები (ფაგები) (ბერძნ. შთანთქმა) — ვირუსები, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველაზე სრულად შესწავლილია T4 ბაქტერიოფაგი. ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ ლიზისს იწვევს.
ბაქტერიოფაგების მნიშვნელობა
ბაქტერიოფაგები სხვა მიკროორგანიზმებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ მარტივია მათი კულტივირება, ახასიათებთ გენერაციის ხანმოკლე პერიოდი, შთამომავლობის მრავლობითობა და შესაძლებელია ვრიონის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა.
გავრცელება
ბაქტერიოფაგები შეადგენენ ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვან და გავრცელების ფართო არიალის მქონე ჯგუფს. გავრცელებულია ჰაერში, ნიადაგში, წყალში, განსაკუთრეით ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლებში, ასევე ცოცხალ ორგანზმების (ადამიანის, ცხოველების, მცენარეების) ზედაპირზე და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ბაქტერიოფაგები გვხვდება ყველგან, სადაც შეიძლება იყოს ბაქტერიული პოპულაცია.
  
ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ჯანმრთელობას ნიშნავს.
პირადი ჰიგიენის წესები ბავშვობიდან უნდა ისწავლოს ადამიანმა.
პირადი ჰიგიენის ჩვევის ჩამოყალიბება მშობლებზეა დამოკიდებული, მათ უნდა აკონტროლონ ბავშვის ჰიგიენა ადრეული ასაკიდან.
პირადი ჰიგიენა არ არის მხოლოდ სხეულის და ტანისამოსის სისუფთავე. ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ პირად ჰიგიენას, ცხოვრებენ სუფთა გარემოში, მიირთმევენ სუფთა საკვებს და მაქსიმალურად ცდილობენ სისუფთავე იყოს მათ ირგვლივ, უფრო ჯანმრთელები არიან..
ზოგიერთ ადამიანს ნორმალური კანი აქვს, ზოგს კი _ ცხიმიანი ან მშრალი. ყველა შემთხვევაში უნდა დაიბანოს სხეული, მიიღოს შხაპი დილით და საღამოს, ძილის წინ.
ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება თმას. ზოგს მოკლე თმა აქვს, ზოგს _ მოგრძო, ზოგსაც ძალიან გრძელი. ყველანაირ თმას მოვლა სჭირდება.
ზოგ ადამიანს თეთრი კბილები აქვს, ზოგს _ მოთეთრო, ზოგსაც _ მოყვითალო. ეს კბილის ემალზეა (მინანქარზეა) დამოკიდებული, მაგრამ ყველანაირ კბილს ჯანსაღი ფერი აქვს, თუ მას კარგად უვლი.
კბილების გახეხვა საჭიროა ყოველდღე, დილა–საღამოს, საკვების მიღების შემდეგ.
ხშირად უნდა შეიცვალოს თეთრეული.
ტანსაცმლისა და თეთრეულის სისუფთავე პირადი ჰიგიენის აუცილებელი ნაწილია.
ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვან.
ის ადამიანები, რომლებიც მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, უფრო ენერგიულები და ხალისიანები არიან. სისუფთავე დადებით ემოციებს უწყობს ხელს. ქრება ინფექციების, ვირუსების და ბაქტერიების გამრავლების საფრთხე, თავს უფრო კარგად და კომფორტულად გრძნობ.
ჰიგიენური საშუალებებით შესაძლებელია პირადი ჰიგიენის დაცვა და სისუფთავის შენარჩუნება შენობებში. ჰიგიენური საშუალებებია:
პირადი ჰიგიენის საშუალებები - თმის შამპუნი, თმის ბალზამი, ხელის საპონი, თხევადი საპონი,აბაზანის ქაფი, შხაპის გელი;
სახლის მოვლის საშუალებები - ჭურჭლის სარეცხი სითხე, აბაზანის საწმენდი სითხე (სპრეი),სამზარეულოს საწმენდი სითხე ( სპრეი), შუშის საწმენდი სითხე (სპრეი), უნივერსალური სახეხიფხვნილი, უნივერსალური სახეხი კრემი, ავეჯის საწმენდი სითხე, იატაკის საწმენდი სითხე, სარეცხისაშუალებები, ხალიჩის საწმენდი სითხე, უნიტაზის დეზინფექტანტი;
სარეცხი საშუალებები - სარეცხი ფხვნილი, თხევადი სარეცხი სითხე, სარეცხის დამარბილებელი;
საბავშვო ჰიგიენის საშუალებები - საბავშვო შამპუნი და საპონი, საბავშვო საპნის ფხვნილი, თხევადისარეცხი საშუალება.


პირადი ჰიგიენა ძვირადღირებულ წამლებზე ეფექტურია ეპიდემიების დროს
გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით ხელების ხშირი დაბანა, ასევე ნიღბისა და ხელთათმანების ტარება ძვირადღირებულ წამლებზე გაცილებით ეფექტურია, - აცხადებენ მეცნიერები. 
ბონდის უნივერსიტეტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიაში, პროფ. კრის დელ-მარის ხელმძღვანელობით, გააანალიზა ორმოცდაათზე მეტი გამოკვლევა ამა თუ იმ ვირუსის გადაცემის შესახებ როგორც ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსის გადაცემის თავიდან აცილების მეთოდებს მიეკუთვნებოდა: იზოლაცია, კარანტინი, პირადი ჰიგიენის დაცვა და, რაღა თქმა უნდა, ვაქცინაცია და სამკურნალო პრეპარატები.
 
შედეგად დადგინდა, რომ ძვირადღირებული პრეპარატები და ვაქცინები არასაკმარისია. მაშინ, როცა ხელების რეგულარული დაბანა, აგრეთვე ნიღბისა და ხელთათმანების ტარება ეფექტური აღმოჩნდა.
 
მეცნიერები აცხადებენ, რომ
 უნდა დაფინანსდეს არა გრანდიოზული პროექტები, რომლებიც ახალი ვაქცინებისა და წამლების შექმნაზე იმუშავებენ, არამედ პირველ რიგში – პირადი ჰიგიენის წესების პროპაგანდის მიზნით შესასრულებელი სამუშაოები, მათ შორის, როგორ დავიცვათ ჰიგიენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

  • პირადი ჰიგიენა ძვირადღირებულ წამლებზე ეფექტურია ეპიდემიების დროს.

 ზოგადი ჰიგიენა.

ჰიგიენა და სისუფთავე ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ჯანმრთელობის შენარჩუნების ძირითადი წინაპირობაა. ჰიგიენის ნორმების დაცვა თავიდან აცილებს ადამიანს მრავალ დაავადებას. სამედიცინო გამოკვლევები ადასტურებს, რომ ჰიგიენის პირობების დარღვევა არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი.

ხელის დაბანის მნიშვნელობა.

ხელის დაბანა არის მარტივი საშუალება მიკრობების გასანადგურებლად და ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ყოველდღიურად ჩვენ უამრავ მიკრობთან გვიწევს შეხება სხვადასხვა აქტივობის შედეგად, იქნება ეს ტუალეტის მოხმარება, ხელის ჩამორთმევა, სხვადასხვა საგნებთან თუ ცხოველებთან კონტაქტი თუ სხვა აქტივობა. მიკრობები ისევე ეკრობა ჩვენს ხელებს როგორც ქუჩაში დაგდებული საღეჭი რეზინა ჩვენს ფეხსაცმელს. მართალია ეს ცოტა უხეში შედარებაა, თუმცა კარგად გვიჩვენებს, რომ მიკრობიანი და დაუბანელი ხელები დიდი ვერაფერი სანახავია. თუ თქვენს გვერდით მყოფს აქვს დიარეა (ფაღარათი) და თქვენ ეხებით მის ხელს, ან ნივთებს, მაშინ დიდი შანსია, რომ თქვენც გადმოგედოთ მიკრობები. ასე ხელიდან ხელში გადაეცემა მიკრობები ერთი ადამიანიდან მეორეს და ვრცელდება. მათთან ერთად ვრცელდება სხვადასხვა დაავადებებიც, მაგალითად გრიპი, დიარეა და .. ხელების დაბანის უგულებელყოფამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთი საშიში მიკრობების გავრცელებამდე, როგორიცაა ნაწლავის ჩხირი (E.coli) და სალმონელა, რომლებიც იწვევენ სერიოზულ დაავადებებს და მოწამვლას. სწორედ ამიტომ, ხელების სწორად დაბანა უმნიშვნელოვანესია დაავადებათა თავიდან ასაცილებლად.

როდის და რამდენჯერ უნდა დავიბანოთ.

არსებობს სხვადასხვა სიტუაციები, რომელთა შემდეგაც აუცილებლად საფუძვლიანად უნდა დავიბანოთ ხელები. ესენია: საკვების მომზადებამდე და მიღებამდე, ტუალეტის მოხმარების შემდეგ, ცხვირის მოწმენდის შემდეგ, ხველების ან ცემინების შემდეგ, ცხოველებთად ან მათ ნარჩენებთან კონტაქტის შემდეგ, საოჯახო ან სხვა ნარჩენებთან კონტაქტის შემდეგ, სხვადასხვა ხელსაწყოებთან და აპარატებთან (კომპიუტერი, ტელევიზორი და ..) კონტაქტის შემდეგ, ასევე ღია ჭრილობის დამუშავების დროს.
,,
ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალმა” 2009 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც შეაჯამა 50-მდე სხვადასხვა კვლევის შედეგები და დაასკვნა, რომ დღის განმავლობაში საშუალოდ 10-ჯერ არის აუცილებელი ხელის დაბანა რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადებებისა და მიკრობების გავრცელება.

ტექნიკა.

ხელის დაბანის საზოგადოდ აღიარებული ტექნიკა რამდენიმე ნაბიჯისაგან შედგება. ჯერ უნდა დავისველოთ ხელები და დავიტანოთ საპონი, ისე რომ საპნით დაიფაროს ხელების მთლიანი ზედაპირი ყველა მხრიდან, მათ შორის თითებს შორის სივრცეები და ფრჩხილების ირგვლივ მიდამოები. ასევე კარგი იქნება მკლავის ხილული ნაწილების დაბანაც. ხელები დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა ვისაპნოთ და ავაქაფოთ. ამის შემდეგ უნდა ჩამოვიბანოთ ხელები თბილი გამდინარე წყლით. ხელების გასამშრალებლად უმჯობესია ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მიკრობებით თავიდან დაბინძურება.

რეკომენდაციები მშობლებს.

ესაუბრეთ თქვენს შვილებს თუ რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია ხელის დაბანა, ასე ისინი უზრუნველყოფენ ბაქტერიების განადგურებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
მიაჩვიეთ შვილები დღის განმავლობაში რეგულარულად დაიბანონ ხელები. ეს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია.

აუხსენით შვილებს, თუ რა მავნე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს დაუბანელი ხელებით საკვების მიღებამ.
საკუთარი მაგალითით უჩვენეთ შვილებს ხელების ხშირად დაბანის აუცილებლობა.
შეურჩიეთ შვილებს საპნის ორიგინალური ფორმები, რათა ხელების დაბანა მათთვის სახალისო პროცესი გახდეს.

გახსოვდეთ, რომ ბავშვები ადვილად აღიქვამენ ვიზუალური მაგალითებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უკეთ სწავლობენ როცა ხედავენ და არა მაშინ, როდესაც მხოლოდ ესმით.

არ დაგავიწყდეთ, რომ სწავლების პროცესი გახადოთ მარტივი და სახალისო, ნუ მიაწვდით ერთბაშად მთელ ინფორმაციას ხელების დაბანის აუცილებლობის შესახებ. დაიწყეთ უმარტივესი მაგალითებით და თანდათანობით განავრცეთ ინფორმაციის არეალი.

მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი შვილები გულდასმით იბანდნენ ხელის გულებს, თითებს შორის მდებარე ადგილებს, ფრჩხილებთან თითების დაბოლოებებს.

პირის ღრუს ჰიგიენა.

უზრუნველყავით თქვენი შვილების პირის ღრუს სიჯანსაღე, მიაჩვიეთ გამოიხეხონ კბილები ყოველდღიურად დილით და საღამოს.

მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი შვილების ჯაგრისის ზომა და ფორმა ასაკის შესაბამისად გქონდეთ შერჩეული.

შეურჩიეთ მოზარდს რბილ ზედაპირიანი კბილის ჯაგრისი, რათა არ მოახდინოს ნუნების და პირის ღრუს ზედაპირის დაზიანება.

შეუცვალეთ შვილს ჯაგრისი ყოველ 3 თვეში.

აუცილებელია ბავშვმა კბილების გამოხეხვასთან ერთად გაიწმინდოს ენა, რადგან ენაზე გროვდება უამრავი მავნე ბაქტერია.

დაეხმარეთ თქვენს შვილს სწორად გამოიხეხოს კბილები ადრეულ ასაკში, ნუ ფიქრობთ, რომ ამას დამოუკიდებლად შეძლებს. იყავით მის გვერდით კბილების ხეხვის დროს და მიუთითეთ, თუ რა უნდა გააკეთოს.

დარწმუნდით, რომ თქვენი სააბაზანო შესაბამისად და ბავშვისთვის მოსახერხებლადაა მოწყობილი.
გაუკეთეთ საფეხური, რათა არ გაუჭირდეს ბავშვს მიწვდეს პირსაბანს და ჩაიხედოს სარკეში.

შეუქმენით მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული გარემო.

იყავით კრეატიული მშობელი, მოიფიქრეთ რაიმე ჯილდო (სათამაშო), შეუდგინეთ ცხრილი, რომლის საშუალებითაც თქვენ წაახალისებთ შვილს, რომ ყოველდღიურად დაიცვას ზოგადი ჰიგიენის ნორმები.
გამოიყენეთ სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა.

აქციეთ კბილის გახეხვა სახალისო საქმიანობად, ბავშვი აუცილებლად შემოგიერთდებათ, როდესაც დაინახავს რა ხალისით აკეთებთ ამას.
კბილების გახეხვის ტექნიკა.

კბილების მართებული გამოხეხვა ძალიან მნიშვნელოვანია კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გამოიყენეთ რბილი, ნეილონის, მრგვალ-ბოლოებიანი ჯაგრისი, რათა არ დააზიანოთ კბილების მინანქარი და ღრძილები.

ჯაგრისი მოათავსეთ 45 გრადუსის დახრილობით კბილების მიმართ. ჯაგრისი უნდა ეხებოდეს როგორც კბილებს, ასევე ღრძილების ხაზს.

ნაზად გაიხეხეთ 2-3 კბილის ზედაპირი წინ და უკან და მბრუნავი მოძრაობებით. ამის შემდეგ გადადით 2-3 კბილზე და ..

ასევე 45 გრადუსიანი კუთხით გაიხეხეთ კბილების შიდა ზედაპირები.

წინა კბილების უკან ვერტიკალურად ჩაყავით ჯაგრისი და რამოდენიმე ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით გაიხეხეთ მათი შიდა ზედაპირები.

მოათავსეთ კბილის ჯაგრისი საღეჭი კბილების ზედაპირზე და ფაქიზი წინ და უკან მოძრაობებით გაიხეხეთ. ასევე უკნიდან წინისაკენ მოძრაობებით გაიხეხეთ ენა, რათა მოიშოროთ სუნის გამომწვევი ბაქტერიები.

No comments:

Post a Comment